ეს არის სიახლე, რომლის დაწერაც არ მინდა. მართლა, თითები არ მემორჩილება და ვგრძნობ, რომ რაღაც ისეთს ვწერ, რაც ყველანაირ საფეხბურთო ჟანრს ეწინააღმდეგება, მაგრამ დიახ, მარკო როისი ტრავმირებულია და მუნდიალს გამოტოვებს.
შედარებით ახალგაზრდა ქომაგი იკითხავს, კი მაგრამ, რამოხდა, ყოველი მუნდიალის წინ ასე ხდება, ვიღაც ტრავმას იღებსო, მაგრამ მარკო როისმა 2014-ის მუნდიალიც გამოტოვა, რასაც 2016- ის ევროპის ჩემპიონატიც დაემატა და ევრო 2020-იც. ერთადერთი გამონაკლისი კი მუნდიალი 2018 იყო, როდესაც მოქმედი ჩემპიონი გერმანია უფერულად წარსდგა.
GIPHY App Key not set. Please check settings