in

ბორჯღალოსნებს კვესელაძე გამოაკლდათ

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები შემოდგომის სერიების მეორე მატჩს, რომელსაც ლევან მაისაშვილის გაწვრთნილი გუნდი სამოას წინააღმდეგ ჩაატარებს, სერიოზული დანაკლისით ხვდება. “ბორჯღალოსნებს” ტრავმის გამო, “გლოსთერის” შუამარბი გიორგი კვესელაძე ვერ დაეხმარება.

კვესელაძეს მუხლის ტრავმა აქვს და საქართველოს ნაკრებს ვერც უელსთან მატჩში დაეხმარება. ასევე, მცირე ტრავმა აწუხებს ურუგვაისთან მატჩის გმირ ბექა გორგაძეს, რომლის სამოელებთან თამაშიც მოგვიანებით გადაწყდება.

საქართველო-სამოას მატჩი 11 ნოემბერს, 18:00-ზე “დინამო არენაზე” გაიმართება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვირტუსმა ოლიმპია დაამარცხა, თორნიკემ 12 ქულა ჩააგდო

ჯუღელი კვარაცხელიას მომავლის შესახებ