“მილანის” ლეგენდარულმა ნახევარმცველმა რიკარდო კაკამ “ნაპოლის” შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
2007 წლის “ოქროს ბურთის” გამარჯვებულის თქმით, ცუდია, რომ ხვიჩა კვარაცხელია და ერლინ ჰოლანი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებენ.
“ხვიჩა ძალიან კარგი ბიჭია. ჩემთვის მისი თამაში სიურპრიზი იყო. სამწუხაროა, რომ ის და ჰოლანი მუნდიალს გამოტოვებენ, მოედანზე სხვაობას სწორედ ასეთი მოთამაშეები ქმნიან, რადგან იღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლის მიღებაც სხვებს არ შეუძლიათ” – განაცხადა “რეალის” ყოფილმა ფეხბურთელმა.
შეგახსენებთ, მსოფლიო ჩემპიონატი 20 ნოემბერს, მასპინძელ კატარის ნაკრებისა და ეკვადორის თამაშით გაიხსნება.
GIPHY App Key not set. Please check settings