გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ ლა ლიგაში, მე-13 ტურის მატჩში „რეალ სოსიედადს“ ესტუმრა და ძლიერ მეტოქესთან ფრეს გამორჩა – 1:1.
თუმცა თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ მასპინძლები მე-17 წუთიდან 10 კაცით დარჩნენ და ვალენსიელებს დიდი დრო ჰქონდათ უპირატესობის მოსაპოვებლად.
მამარდაშვილი ტრადიციულად ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. ქართველ მეკარეს საქმე არ მოჰკლებია, მან მეტოქის რამდენიმე დარტყმული მოიგერია. გოლი კი თავისიანმა გაუტანა. უკვე მე-10 წუთზე, გილამონმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. გიორგის მოძრაობა საპირისპირო მიმართულებით დაწყებული ჰქონდა და დაბალ მარჯვენა კუთხეში წასულ ბურთს ვეღარ მიუსწრო.
„ვალენსიამ“ ანგარიში საკმაოდ მალე გაათანაბრა – 25-ე წუთზე თავი სამეულ ლინომ გამოიჩინა.
„ვალენსიამ“ 13 ტურის შემდეგ 16 ქულა აქვს და მე-11 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრა გუნდს შინ „ბეტისთან“ ელის 10 ნოემბერს.
GIPHY App Key not set. Please check settings