არგენტინის ნაკრებისა და პსჟ-ს თავდამსხმელის ლიონელ მესის მომავალი დამოკიდებული იქნება მსოფლიო ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების შედეგებზე.
El Nacional-ის ინფორმაციით, თუ არგენტინა მოახერხებს ტროფეის მოგებას, მაშინ მესი „ინტერ მაიამიში“ წავა კარიერის დასასრულებლად. თუ ასე არ მოხდა, 35 წლის ფეხბურთელი დარჩება ევროპაში და 2026 წლის მუნდიალს დაელოდება. სავარაუდოდ, არგენტინელი პსჟ-სთან გააგრძელებს კონტრაქტს, რომელიც ამ სეზონის ბოლოს სრულდება.
პსჟ მესისთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებებს მართავს. ფრანგული კლუბი მას 2024 წლამდე ხელშეკრულებას თავაზობს 2025-მდე გაგრძელების ოფციით.
ასევე დაიწერა, რომ მესი დატოვებს პარიზულ კლუბს და დაბრუნდება „ბარსელონაში“.
ადრე მესიმ თქვა, რომ ყატარის მუნდიალი მისთვის ბოლო იქნებოდა. ლეოს ოთხ მსოფლიო პირველობაზე უთამაშია – 2006, 2010, 2014 და 2018 წლებში.
GIPHY App Key not set. Please check settings