„ტოტენჰემის“ პრეს-სამსახურში კომენტარი გააკეთეს „ნაპოლის“ შემტევ ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ.
„ეს სატრანსფერო სპეკულაციებია. ჩვენ კომენტარს არ გავაკეთებთ“ – განაცხადეს ლონდონური კლუბის პრეს-სამსახურში.
ცოტა ხნის წინ ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ აცნობა, რომ კვარაცხელიათი დაინტერესბული არიან „რეალი“, „ლივერპული“, „ჩელსი“, „სიტი“ და „ტოტენჰემი“. ამ კლუბების სკაუტები 21 წლის ქართველის სანახავად „ნაპოლის“ შეხვედრებს დაესწრნენ.
პორტალი Transfermarkt.com ფეხბურთელს 35 მილიონ ევროდ აფასებს.
GIPHY App Key not set. Please check settings