ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ დაინტერესებულია „ბარსელონას“ მცველი ჟორდი ალბა წაიყვანოს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს.
El Nacional-ის მონაცემებით, ნეაპოლელები ესპანელს უფასოდ მიიღებენ. თავის მხრივ არც კატალონური კლუბია წინააღმდეგი ფეხბურთელი გაუშვას, რათა სახელფასო ხარჯი შეიმციროს.
ამასთან, ალბას პოტენციური მიყვანა არ აისახება ამჟამინდელ მარცხენა მცველებზე – მარიო რუისსა და მატიას ოლივეირაზე.
ალბას კონტრაქტი „ბარსელონასთან“ 2024 წლის ზაფხულამდეა. მიმდინარე სეზონში 33 წლის მცველმა 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 ასისტი მიითვალა.
GIPHY App Key not set. Please check settings