in

ჩაკვე მაგარი იყო, ლეხმა სენსაციურად მოიგო, კიტე ჩარჩა – ქართველები ევროპაში

კონფერენს ლიგაზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა, ქართველების ორი გუნდი გავიდა პლეი-ოფში.

ბრატისლავას „სლოვანმა“ კონფერენს ლიგის ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. „სლოვანმა“ ბოლო თამაში ვილნიუსში „ჟალგირისს“ მოუგო 2:1.
სამივე ჩვენიანმა ითამაშა.
ჩაკვეტაძე პირველ ტაიმში გამორჩეული იყო და ორი გოლი სწორედ მისი შესანიშნავი თამაშის შემდეგ გავიდა. მის ამგარიშიზე ერთი საგოლე პასია.
მეორე ტაიმშიც ჩაკვეტაძემ ბევრი სახიფათო მომენტი შეუქმნა პარტნიორებს.
გიორგიმ 89-ე წუთზე პენალტი მოიპოვა, თავად დაარტყა და ძელს მოარტყა, მართალია, დამატებაზე გაიტანა, მაგრამ არ ჩაუთვალეს, რადგან ამ დროს დამრტყმელს მეორე შეხების უფლება არ გააჩნია.

ნიკა კვეკვესკირისა და გიორგი წიტაიშვილის „ლეხმა“ ბოლო ტურში ჯგუფის ლიდერი „ვილიარეალი“ მიიღო და მოულოდნელად 3:0 დაამარცხა.
ძირითადში იყო კვეკვესკირი, წიტაიშვილი კი სათადარიგოებში მოხვდა და არ უთამაშია. მე-14 წუთზე მეკარემ კვეკვესკირის შორი მანძილიდან დარტყმული ბურთი მოიგერია.
საბოლოოდ, „ლეხი“ 9 ქულით მე-2 ადგილზე დგავიდა და 1/16-ფინალში ითამაშებს.

სამაგიეროდ ჯგუფში ჩარჩა ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“, რომელმაც პლეიოფში გასვლის მშვენიერი შანსი ვერ გამოიყენა. ავსტრიული გუნდი „მიდტიულანდს“ ესტუმრა და 0:2 დამარცხდა.
კიტეიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 80 წუთი ითამაშა. 30-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.
„შტურმმა“ ჯგუფი 8 ქულით დაასრულა, ისევე როგორც სხვა გუნდებმა, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით ბოლო ადგილზე აღმოჩნდა.

პლეი-ოფში გასვლა ვერ მოახერხა ირაკლი აზაროვის „ცრვენა ზვეზდამაც“, რომელიც გასვლაზე „მონაკოსთან“ 1:4 დამარცხდა და ჯგუფში ჩარჩა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩა ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურ ნაკრებშია: მესის და მბაპეს გვერდით

ჟერარ პიკე: ალმერიასთან მატჩის შემდეგ კარიერას ვასრულებ!