in

მამუს კვლავ არ უთამაშია, მილუოკი დაუმარცხებელია!

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში “მილუოკი ბაქსმა” “დეტროიტ პისტონსს” უმასპინძლა და 116:91 გაანადგურა.

სანდრო მოედანზე ისევ არ გამოჩენილა.

“ირმების” შემადგენლობიდან საუკეთესო იანის ანტეტოკუნმპო გახლდათ, რომელმაც თავი 32 ქულით, 12 მოხსნით, 4 შედეგიანი გადაცემით, 5 ჩაჭრითა და 2 დაფარებით გამოიჩინა.

ჯრუ ჰოლიდეიმ 26 ქულა, 7 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

მასპინძელთა მხრიდან სადიქ ბეიმ 22 ქულა, 3 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1-იც დაფარება მიითვალა.

ამრიგად, “მილუოკი” ერთადერთ დაუმარცხებელ გუნდად რჩება, “ბაქსის” ანგარიშზე ამ მომენტისთვის 7 მოგება და 0 მარცხია, შემდეგ

შეხვედრას კი 5 ნოემბერს, “მინესოტა ტიმბერვულვზთან” გამართავს.

“პისტონსი” 2 გამარჯვებითა და 7 წაგებით აღმოსავლეთში მე-14 ადგილს იკავებს, იმავე 5 ნოემბერს კი “კლივლენდ კავალიერსს” ეთამაშება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

იურგენ კლოპს საპატიო მოქალაქის ტიტული მიენიჭა

გიორგი ჯავახია გრენობლში ითამაშებს