in

კულიბალი: კვარას ვეკონტაქტები და ჩემპიონობის შემთხვევაში თასს მათთან ერთად ავწევ

31 წლის მცველი კალიდუ კულიბალი ამ ზაფხულში “ჩელსიმ” “ნაპოლისგან” 38+2 მილიონ ევროდ შეიძინა. “კორიერე დელო სპორტთან” ინტერვიუში სენეგალელმა იმედი გამოთქვა, რომ მისი ყოფილი გუნდი იტალიის ჩემპიონი გახდება.

– “ნაპოლი” ევროპაშიც იმარჯვებს და იტალიაშიც. წასვლას არ ნანობ?

– ბედის მჯერა. ამ კლუბში გატარებული რვა წლის შემდეგ ყველაფერი სწორედ ასე უნდა მომხდარიყო. ჩემი ციკლი დასრულდა, რაც შემეძლო, გუნდს ყველაფერი მივეცი.

ემოციური თვალსაზრისით ბევრი არაფერი შეცვლილა. მე მათ ყოველ გოლს ვგრძნობ, ყოველ გამარჯვებას, თითქოს ცხადად განვიცდი. ეს “ნაპოლი” – ჩემი “ნაპოლია”. ბედნიერი ვარ, რომ

გუნდის პროგრესში ჩემი წვლილი შევიტანე.

იცით, “ჩელსის” გასახდელში რაზე ვსაუბრობ? ჩემი ყოფილი თანაგუნდელების გამარჯვებებზე. იცით, რატომ? ამით ვამაყობ. ანგისა და ოსიმენი ხშირად მწერენ. ასევე მე და “კვარა” ერთმანეთს შეტყობინებებს ვუგზავნით, რომელსაც პირადად ჯერ არ ვიცნობ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბრიტანული მირორი: კვარაცხელია ფეხბურთს თვალწარმტაცს ხდის

ნოერს სახის კანის კიბო ჰქონია