გუშინ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტური დაიხურა და ერთბაშად ორმა ქართველმა მიიღო მონაწილეობა. ხვიჩა “რეინჯერსს” ესტუმრა, ხოლო ხოჭოლავამ “სევილიას” უმასპინძლა.
თვალსასეირო მატჩი გამოდგა “აიბროქსზე”, სადაც “ნაპოლიმ” 3:0 გაიმარჯვა, მაგრამ ძალიან მძიმე ბრძოლაში. მატჩის დებიუტში “რეინჯერსს” არაერთი მომენტი ჰქონდა, მაგრამ მერეტი შეუვალი იყო.
მეორე ტაიმში მსაჯმა სენდსი გააძევა და “ნაპოლის” პენალტის დარტყმის უფლება მისცა, მაგრამ 40 წლის ალან მაკგრეგორმა პიოტრ ჟელინსკის ორი პენალტი აუღო. პირველი გაუქმდა, რადგან შემტევი საჯარიმოში მალე შევიდა, მეორე ჯერზე კი იმავე კუთხეში დარტყმული დამაჯერებლად უკუაგდო ალანმა.
ამის შემდეგ კი კვარას დროც დადგა. მის დარტყმულს კიდევ ერთი პენალტი მოჰყვა და ვნახეთ, რომ ხვიჩა ეგრევე წავიდა ბურთისკენ, რათა პენალტის დარტყმის უფლება მიეღო, თუმცა გუნდელებმა არაო. შემდეგ კი იყო უმარტივესად გაბითურებული გოლდსონი და ჯეიმს ტავერნიე. მოკლედ, ხვიჩამ იხვიჩა.
დავით ხოჭოლავას “კოპენჰაგენმა” “სევილიას” უმასპინძლა და 0:0-ც დაფიქსირდა. ქართველი მცველი ძირითადში იყო და შეუცვლელადაც ითამაშა. ხოჭოლავას მშვენიერ პერფორმანსს მთლიანი დაცვის დამაჯერებელი გამოსვლა დაემატა და დანიელებმა სადებიუტო ქულა მოიპოვეს.
GIPHY App Key not set. Please check settings