მსოფლიო ჩემპიონატს ზოგიერთი გულშემატკივარი უფასოდ დაესწრება სოცქსელებში კარგი გამოხმაურებების სანაცვლოდ.
ნიდერლანდურმა ტელეკომპანია NOS-მა გამოკვლევა ჩაატარა და გაარკვია, რომ მუნდიალის ორგანიზატორებმა უფასო ბილეთები გამოყვეს და უფასო ცხოვრება უზრულვეჰყვეს ნიდერლანდებიდან 50 გულშემატკივრისთვის.
ფანები დათანხმდნენ „ქცევის კოდექსს“, რომლის თანახმად ანგარიში უნდა ჩააბარონ, როდესაც შეურაცხმყოფელ კომენტარებს წააწყდებიან, ასევე თავად უნდა დაწერონ პოზიტიური პოსტები.
NOS-ის ანგარიშში მოყვანილია პროგრამის მონაწილე ორი ნიდერლანდელი გულშემატკივრის სიტყვები. ბოლო რამდენიმე თვეში ისინი რამდენჯერმე იყვნენ ტურნირის ჩატარების ადგილზე. მათ შეეძლოთ კიდევ 50 ქომაგის მიწვევა.
მათი თქმით, პროგრამაში დაახლოებით 60 ქვეყნის 400 გულშემატკივარი მონაწილეობს.
მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზებით დაკავებული მემკვიდრეობის უმაღლესი კომიტეტის წარმომადგენელმა დაადასტურა ეს ინფორმაცია.
GIPHY App Key not set. Please check settings