გიორგი შერმადინმა ესპანეთის ჩემპიონატში კიდევ ერთი კარგი მატჩი ჩაატარა. მე-6 ტურში ქართველის „ტენერიფე“ დერბიში „გრან კანარიას“ ეწვია და 86:70 მოუგო.
ამაში კი ჩვენიანის წვლილიც საგრძნობია: შერმადინმა 24 წუთში 19 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა.
თამაში თანაბარი იყო, მეოთხე პერიოდში კი ტენერიფელებმა უპირატესობა მოიპოვეს და ჩემპიონატში მეხუთე თამაში მოიგეს.
გიორგის გუნდს მომდევნო მატჩი 2 ნოემბერს აქვს: ჩემპიონთა ლიგაზე ისრაელის „ბნეი ჰერცლიას“ შეხვდება.
GIPHY App Key not set. Please check settings