სერხიო აგუეროს საჩემპიონო მაისურს, რომლითაც მან „ქუინზ პარკ რეინჯერსს“ გადამწყვეტი გოლი გაუტანა აუქციონზე გაიტანენ.
2012 წლის 13 მაისს არგენტინელმა ქპრ-ს გადამწყვეტი გოლი 93:20 წუთზე გაუტანა და ამის გამო „მანჩესტერ სიტი“ პირველად ბოლო 44 წლის განმავლობაში ინგლისის ჩემპიონი გახდა.
აგუეროს ამ მაისურს გაიტანენ Hansons Auctioneers-ის აუქციონზე 3 ნოემბერს ეთვოლში (დერბიშირი). ეს აუქციონი მაისში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ გადადება მოუწიათ.
ამჟამად ლეგენდარული მაისური მაისურების ბრიტანეთის ეროვნულ კოლექციაშია. შემოსული თანხა საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადაერიცხებათ.
BBC ამბობს, რომ მაისურს არანაკლებ 20 ათას ფუნტად გაყიდიან. 16-ნომრიანი მაისური ისეთივე მდგომარეობაშია, როგორც მატჩის შემდეგ იყო – ის არ გაურეცხიათ და მასზე შამპანური ლაქებია შემორჩენილი.
GIPHY App Key not set. Please check settings