in

ვირტუსმა რეალი შენგელიას გარეშე დაამარცხა

ევროლიგის მე-5 ტურში ბოლონიას “ვირტუსმა” მადრიდის “რეალი” სტუმრად 95:92 დაამარცხა.

მოგეხსენებათ, იტალიური მედია ვარაუდობდა, რომ თორნიკე შენგელია სწორედ “ბლანკოსთან” დაბრუნდებოდა, თუმცა როგორც ჩანს, ქართველ კალათბურთელმა ვერ მოახერხა სრულად ტრავმის მოშუშება.

“ვირტუსის” მხრიდან საუკეთესო იფე ლუნდბერგი გახლდათ, რომელმაც თავი 18 ქულით, 3 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.

ისმაილ ბაკომ გუნდს 16 ქულა, 4 მოხსნა და 1 დაფარება შესძინა.

მადრიდელთა შემადგენლობიდან ალეხანდრო დეკმა თავი 28 ქულით, 6 მოხსნით, 3 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.

ამრიგად, 5 ტურის შემდეგ ორივე გუნდს

2 მოგება და 3 მარცხი აქვს. ბოლონიელები შემდეგ მატჩს “ლიონთან” 5 ნოემბერს ჩაატარებენ, ესპანელები 3 ნოემბერს მილანის “ოლიმპიას” ესტუმრებიან.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: ანტონის წაცეკვება და ტენ ჰაგის უარყოფა, რომ ცვლილება ამის გამო გააკეთა

ვიდეო: სამარცხვინო მსაჯობა საქართველოს მესამე ლიგაში!