in

არსენალის ფეხბურთელი მილანში დაჭრეს

ლონდონის “არსენალის” საკუთრებაში მყოფი პაბლო მარი მილანში დაჭრეს. პაბლო “მონცაშია” განათხოვრებული და 46 წლის მამაკაცმა ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. მარის გარდა დამნაშავემ კიდევ 5 ადამიანი დაჭრა და აქედან ერთი გარდაიცვალა მეორე კი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. შემთხვევა “Milanofiori di Assago shopping centre”-ში მოხდა.

მიკელ არტეტა: “ვიცით, რომ ედუ მასთან და მის ოჯახთან მუდმივ კონტაქტზეა. რამდენადაც ვიცით, მარის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”.

არსენალის ოფიციალური განცხადება: “ჩვენი ფიქრები მარისკენ არის მიმართული, რომ სწრაფად დაუბრუნდეს მწვანე საფარს”.

კომენტარი ადრიანო გალიანიმაც გააკეთა (მონცას CEO): “პაბლო მარის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მოუთმენლად ველით როდის განაახლებს ვარჯიშს”.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

GOAL.COM-მა ნაპოლის მე-6 განთესვა მიანიჭა, ONEFOOTBALL-მა პირველი!

ტუნისი შესაძლოა მუნდიალიდან მოიკვეთოს