in

ბარსა ფინანსური კრიზის ახალი ტალღის მოლოდინშია

კიბატონო, ჟოან ლაპორტას დაბრუნებამ და მთელმა რიგმა გადაწყვეტილებებმა “ბლაგურანას” ქომაგს იმედი ჩაუსახა.

ბართომეუს “ფეერიული” მენეჯმენტის გამოისობით, გუნდს 700 მილიონიანი ვალი დაუგროვდა…

ლაპორტა რისკზე წავიდა – ფრენჩაიზის 49.9% გაასხვისა (გამოსყიდვის ოფციით) და სატელივიზიო უფლებები 10 წლით, რითაც ვალები დაიფარა და ჩავის 200 მილიონი გამოეყო ტრანსფერებისათვის.

ლევანდოვსკი, რაფინია, კუნდე, მარკოს ალონსო, კრისტენსენი, კესი… სია შთამბეჭდავია, მაგრამ გუშინ, “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგას ოფიციალურად, დაემშვიდობა, რაც პირველ რიგში, ფინანსურ დარტყმას ნიშნავს.

ზაფხულში ლაპორტამ თქვა: “ჩემპიონთა ლიგაზე მინიმუმ 1/4 ფინალში უნდა გავიდეთ, რათა ახლანდელ ფინანსურ მოცემულობას საფრთხე არ შეექმნასო”.

ჰოდა, წმინდა ფინანსურ ნაწილში ასეთი სიტუაციაა: 1/8 ფინალში გასვლა 9.6 მილიონი ევროა, 1/4 ფინალში კი 10.6 მილიონი, რაც ჯამში 20.2 მილიონი ევრო გამოდის და შესაძლოა, სავალალო ზარალს არ გულისხმობდეს, მაგრამ… სატელევიზიო უფლებები? MATCHDAY REVENUE – ბილეთები და ა.შ.? რეალურად, ზარალი გაცილებით დიდია და კატალონიაში მძიმე პერიოდი ანონსდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გოჩოლეიშვილით იუვენტუსიც ინტერესდება

სამპაოლი: ოქროს ბურთს ყოველ წელს მესი უნდა იღებდეს