ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის პირველ სათამაშო დღის მატჩენი გაიმართა.
ზალცბურგი – ჩელსი 1:2
დინამო (ზ) – მილანი 0:4
ლაიპციგი – რეალი 3:2
სელტიკი – შახტარი 1:1
დორტმუნდი – სიტი 0:0
სევილია – კოპენჰაგენი 3:0
ბენფიკა – იუვენტუსი 4:3
პსჟ-მაკაბი (ჰ) 7:2
პსჟ, დორტმუნდის „ბორუსია“, „ჩელსი“ და „ბენფიკა“ გავიდნენ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში.
მესი – ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელმაც 2+2 მოაგროვა ერთ მატჩში. მან 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი მისცა პირველად 2019 წლის შემდეგ.
მესი რონალდოს ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ბომბარდირების დავაში 11 გოლით ჩამორჩება – 129 გოლი 140-ის წინააღმდეგ.
მესი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ასისტენტების სიაში რონალდოს 3 პასით ჩამორჩება – 39 აქვს ლეოს და 42 კრიშტიანოს.
მესიმ რონალდოს გაასწრო ჩემპიონთა ლიგაზე საჯარიმოდან გატანილი გოლებით.
1 მოგება და 4 წაგება ჯგუფის 5 მატჩში – „იუვენტუსის“ ყველაზე ცუდი შედეგია ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში.
„იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 5-დან 4 წააგო, 7 მატჩში კი 1 მოგება აქვს.
„იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში პირველად ვერ გავიდა 2013/14 წლების სეზონის შემდეგ.
ალეგრი: „არ მიმაჩნია ეს ჩავარდნად. ფეხბურთში არსებობს წაგება. ვწუხვარ“.
„იუვეს“ ფანებმა ჰეშტეგი #AllegriOut გამოფინეს გუნდის გამოვარდნის შემდეგ.
„იუვენტუსი“ არ გააგდებს ალეგრის მსოფლიო ჩემპიონატამდე. კლუბის ბოსები მწვრთნელის მუშაობას სერია ა-ს პაუზის დროს შეაფასებენ.
„რეალმა“ჩემპიონთა ლიგაზე 2022 წელს 4 მატჩი წააგო. უფრო მეტი 2001 წელს იყო – 5.
„რეალმა“ 18 წუთში 2-ჯერ გაუშვა. ამაზე მეტი მისთვის აპრილის შემდეგ არ გაუტანიათ.
„რეალმა“ პირველად წააგო სეზონში.
ვერნერი: „ახლა ყველაფერი „ლაიპციგის“ ხელშია. „შახტარის“ დამარცხებაც კი არ გვჭირდება“.
ანჩელოტი: „ერთი წაგება უკეთესი გაკვეთილი იქნება, ვიდრე ზედიზედ 10 მოგება“.
გვარდიოლა გაფუჭებულ 25 პენალტზე: „სიტის“ პრობლემა აქვს, ეს ძალიან ბევრია. ჩემპიონთა ლიგაზე ყველაფერს დეტალები წყვეტს“.
პსჟ-ს ფანებმა აჩვენეს ბანერი: „ღაზა არსებობს, ღაზა წინააღმდეგობას უწევს, თავისუფალი პალესტინა“ ისრაელის „მაკაბისთან“ შეხვედრაში.
GIPHY App Key not set. Please check settings