in

დვალიშვილი რეიტინგში დაწინაურდა!

აბუ დაბიში გამართული UFC-ის ღონისძიების შემდეგ რეიტინგებში ცვლილება შევიდა და მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის დივიზიონში მეორე საფეხურზე გადაინაცვლა. 

ეს შემთხვევა იმით არის აღსანიშნავი, რომ ქართველი MMA მებრძოლებიდან ასეთ მაღალ პოზიციაზე ჯერ არავინ ყოფილა. წონის ჩემპიონი ალჯამაინ სტერლინგია, 1-ელ ადგილზე შონ ო’მალი გახლავთ, მეორეზე კი მერაბ დვალიშვილთან ერთად პიოტრ იანი არის. 

UFC-ის პრეზიდენტმა დეანა უაითმა განაცხადა, რომ “ალჯოს” მომავალი მეტოქე ჰენრი სეხუდო იქნება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით, მერაბ დვალიშვილი შონ ო’მალის შეხვდება. მაგრამ არც ის არის გამორიცხული, რომორგანიზაციამ ქართველი სტერლინგთან დაპირისპირებაზე უარის თქმის გამო “დასაჯოს” და ო’მალისთან განმეორებითი ჩხუბი პიოტრ იანს ან მარლონ ვერას მისცეს. 

UFC-ში მერაბის შემდეგ ყველაზე მაღალ პოზიციას გიგა ჭიკაძე იკავებს, რომელიც ნახევრად მსუბუქ დივიზიონში მერვეა. ამავე წონაში მე-14 ადგილზეა ილია თოფურია. მსუბუქ წონაში მე-16 ადგილზე გურამ ქუთათელაძე გახლავთ, რომელსაც ტოპ 15-ში შესასვლელად ერთი მოგება სჭირდება. ასევე, თუ რომან დოლიძე 30 ოქტომბერს ფილ ჰოუსს დაამარცხებს, “კავკასიელი” საშუალო წონის ტოპ 15-ის წევრი გახდება. 

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბორჯღალოსნებში 18 წლის სერგო აბრამიშვილი გამოიძახეს

ხოჭოლავა გააძევეს, კოპენჰაგენი სევილიასთან განადგურდა