11 მატჩში 9 გამარჯვება და 2 ფრე. ასეთია ლუჩანო სპალეტის გუნდის მონაგარი მიმდინარე სეზონში. ნეაპოლიტანელები 29 ქულით ერთპიროვნული ლიდერები არიან.
გუშინ, “ნაპოლი” “რომას” ეწვია და ვიკტორ ოსიმენის გოლით 1:0 მოიგო.
საინტერესო კი ისაა, რომ ჟოზე მოურინიომ კვარაცხელია ორმაგი მეუერვეობის ქვეშ მოაქცია და, ალბათ, არ იქნება უტრირებული თუ ვიტყვით, რომ ქართველი გაანეიტრალეს.
კარსდორფი და მანსინი – ორმაგი მეურვეობის გარანტები. კვარას რამდენიმე გამონათება მაინც ჰქონდა, მაგრამ მთლიანობაში მკაცრმა პერსონალურმა მეურვეობამ თავისი ქნა.
კვარაცხელია ისეთი ფეერიული ვერ იყო, როგორც მიგვაჩვია, მაგრამ თანაგუნდელებისათვის სივრცის გათავისუფლების ნაწილში კვარა საუცხოო იყო.
მატჩის წინ ჟოზე მოურინიომ თქვა, კვარაცხელიას შევაჩერებო. თუ ჩემთან ახლოს ჩაირბენს ფეხს დავუდებო.
GIPHY App Key not set. Please check settings