ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ გაზრდილ ხელფასს მიიღებს.
ნეაპოლურმა კლუბმა 21 წლის ფეხბურთელის აგენტებთან კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ მოლაპარაკება დაიწყო, რათა ტოპ კლუბებისგან ინტერესი და ქართველის დაკარგვის საფრთხე აიცილოს თავიდან.
CalcioNapoli24 იუწყება, რომ „ნაპოლის“ სურს 2027 წლის ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გააგრძელოს და ფეხბურთელს გაორმაგებული ჯამაგირი მისცეს – 1-დან 2 მილიონ ევრომდე გაუზარდოს.
აღსანიშნავია, რომ მილიონი ევრო გადასახადების გადახდის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ხელფასია კლუბში.
კვარაცხელიამ 7 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი მისცა „ნაპოლიში“ ჩატარებულ 14 მატჩში.
GIPHY App Key not set. Please check settings