in

მესის პასები: ლეომ მბაპეს ორჯერ გაატანინა და ევროპის ასისტენტია

საფრაგეთის ჩემპიონატის მე-12 ტურში პსჟ-მ სტუმრად „აიაჩო“ 3:0 დაამარცხა. ორი მბაპემ გაიტანა, ერთიც მესიმ.

მესიმ 2 საგოლე პასი მისცა მბაპეს და თავად კილიანის გადაცემით გაიტანა.

მესიმ მბაპეს ლიგა 1-ში 6 საგოლე პასი მისცა – ტოპ 5 ლიგაში თანაკლუბელისთვის ამდენი ასისტი არავის გაუკეთებია.

მესი და დე ბრუინი ასისტების (9) მხრივ ამ სეზონში ლიდერები არიან ტოპ 5 ლიგაში.

მესის 19 (9+10) ქულა აქვს ამ სეზონში პსჟ-ს 15 მატჩში. ის ლიგის საუკეთესო ასისტენტია.

მბაპეს 16 (14+2) ქულა აქვს 15 შეხვედრაში. ის ლიგის საუკეთესო ბომბარდირია.

გალტიე: „ლეოს მოსწონს პარტნიორებზე თამაში, ის საერთოდ არ არის ეგოისტური. საუკეთესო მოთამაშეა ფეხბურთის ისტორიაში“.

პსჟ არ აგებს გალტიეს ხელში – 13 მოგება და 4 ფრე.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ოქროს ბიჭი გავი გახდა

რობერტო ბაჯომ ფანს ავტოგრაფი მანქანაზე დაუტოვა