Golden Boy-ის 2022 წლის გამარჯვებული “ბარსელონას” ნახევარმცველი გავი გახდა.
მოგეხსენებათ, ეს იტალიური გამოცემა Tuttosport-ის პრიზია, რომელიც ევროპის 21 წლამდე ასაკის საუკეთესო ფეხბურთელს გადაეცემა.
ბოლოს 20 ნომინანტი დაასახელეს, მათგან გავის გარდა გერმანიაში მოთამაშე ჯამალ მუსიალა და ჯუდ ბელინგემი იყვნენ ფავორიტები.
Golden Boy 2022-ის საფინალო სია ცნობილია: უკვე ვარსკვლავებიც არიან
Golden Boy-ის პრემიის გასული წლის გამარჯვებული ასევე “ბარსელონელი” პედრი გახდა.
მიმდინარე სეზონში გავის ლა ლიგას 10 მატჩში ერთი შედეგიანი გადაცემა აქვს.
18 წლის ესპანელს პრიზს 7 ნოემბერს ტურინში გადასცემენ.
GIPHY App Key not set. Please check settings