აბუ დაბის გრანდ სლემი დღეს დაიწყო და უკვე 3 მედლის შანსია.
60 კგ წონით კატეგორიაში, 19 წლის გიორგი სარდალიშვილი ფინალში იჭიდავებს და ტაივანელ იანგს დაუპირისპირდება, რომელიც პირველი ნომერია.
იანგმა ნახევარფინალში თემურ ნოზაძე დაამარცხა, რომელიც ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.
ასევე ბრინჯაოს შეუტევს ეთერ ლიპარტელიანი, რომელიც 57 კგ წონაში ნახევარფინალამდე მივიდა და კოსოვოელ გაიკოვასთან დამარცხდა.
აბუ დაბის გრანდ სლემის ტრიუმფატორები 5.000 ევროს ღებულობენ, მეორე ადგილოსნები 4000-ს და ბრინჯაოს პრიზიორები 3000 ევროს.
GIPHY App Key not set. Please check settings