თურქული “ფანატიკის” ცნობით, შოთა არველაძემ, რომელიც 30 სექტემბერს გაათავისუფლეს “ჰალ სიტის” მწვრთნელის პოსტიდან, შეიძლება მალე კვიპროსის “ომონია” ჩაიბაროს.
ნიქოზიურმა კლუბმა ახლახან დაითხოვა სამუშაოდან გუნდის თავკაცი ნილ ლენონი და გამოცემა წერს, რომ არაა გამორიცხული, “სელტიკის” ყოფილი ლეგენდა “რეინჯერსის” ყოფილმა ლეგენდამ შეცვალოს.
აგრეთვე განიხილება 42 წლის ბელგიელი იანიკ ფერერას კანდიდატურა. მან ცოტა ხნის წინ დატოვა საუდის არაბეთის “ალ-ფატეხი”. კვიპროსული kerkida-ს მტკიცებით, ფერერასთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.
“ომონიას” 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და 7 ტურის შემდეგ ჩემპიონატზე 9 ქულით მეშვიდე ადგილზეა.
GIPHY App Key not set. Please check settings