იანისის ანტეტოკუმპოს მეთაურობით პირველი გამარჯვება მოიპოვა “მილუოკი ბაქსმა”, რომელიც “ფილადელფიას” ესტუმრა და 90:88 იძალა.
სამწუხაროდ, სანდრო მამუკელაშვილს მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.
ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა ჯეიმს ჰარდენმა, რომლის ანგარიშზეც 31 ქულა 8 მოხსნა და 9 ასისტი იყო, მაგრამ “ბაქსის” გუნდური კალათბურთი უპირატესი აღმოჩნდა.
საუკეთესო იანისი იყო 21 ქულით 13 მოხსნითა და 8 ასისტით.
ასევე, ძალიან დაძაბული გამოდგა ლოს ანჯელესური დერბი. ზედიზედ მეორედ დამარცხდა “ლეიკერსი” და ამჯერად “კლიპერსთან” 97:103.
უოკერმა, დევისმა და ლებრონმა, შესაბამისად, 26, 25 და 20 ქულა მოაგროვეს. “კლიპერსის” მხრიდან კი 20 ქულიან ნიშნულთან არავინ მისულა. საუკეთესო პოლ ჯორჯი იყო 15 ქულითა და 10 მოხსნით.
GIPHY App Key not set. Please check settings