ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა განაცხადა, რომ ესპანური ფეხბურთი შესაძლოა 28 ოქტომბრიდან გაჩერდეს.
ტებასის თქმით, ეს არის მთავრობის მიერ შემოღებული კანონის საწინააღმდეგო აქტი. კანონი ნებას იძლევა გუნდებმა ერთდროულად მიიღონ მონაწილეობა როგორც ეროვნულ ტურნირებში, ასევე სუპერლიგაში. ეს გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის ლა ლიგის გარიგებას საინვესტიციო ფონდ CVC-თან, რომლის თანახმად ესპანურმა კლუბებმა 2 მილიარდი ევრო უნდა მიიღონ.
27 ოქტომბერს დაიგეგმა ლა ლიგის რიგგარეშე შეკრება, სადაც განიხილავენ კიდეც ესპანეთში ფეხბურთის შეჩერების საკითხს.
GIPHY App Key not set. Please check settings