ზინედინ ზიდანმა სკოლის გაკვეთილში მიიღო მონაწილეობა.
„რეალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა მარსელის იმ სკოლის მე-6 კლასელებს კარნახი ჩაუტარა, სადაც თავად სწავლობდა. მას რეპერი სოპრანო დაეხმარა.
მოსწავლეებს მწერალ მოჰამედ მბუგარა სარას ტექსტი უკარნახეს.
აქცია მოაწყო ასოციაცია Ela-მა, რომელიც ლეიკოდისტროფიას ებრძვის. ზიდანი ამ ორგანიზაციის სპონსორია.
მსგავსი აქცია მთელ საფრანგეთში ჩატარდა.
GIPHY App Key not set. Please check settings