in

იუვე მამარდაშვილს აკვირდება?

საქართველოს ნაკრების და ესპანური “ვალენსიას” 22 წლის ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი, რომელიც “ღამურების” შემადგენლობაში შესანიშნავ სეზონს ატარებს, მისით ტურინის “იუვენტუსი” ინტერესდება. “ბიანკონერის” თანამშრომელი ფედერიკო ჩერუბინი “სევილია”-“ვალენსიას” მატცძე სწორედ გიორგის თამაშის საყურებლად იყო ჩასული. აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური La gazzeta dello sport ავრცელებს.

როგორც იტალიური გამოცემა წერს, ქართველი მეკარე ესპანეთში ბრწყინვალე სეზონს ატარებს, თან ხვიჩა კვარაცხელიას ბრწყინვალე თამაშის შემდეგ, იტალიური კლუბების ინტერესი ხვიჩას თანამემამულეებზე გაიზარდა.

ფედერიკო ჩერუბინი, რომელიც “იუვენტუსის” თანამშრომელია, ანდალუსიაში “სევილია” -“ვალენსიას” მატჩზე დასასწრებად ჩავიდა, რათა ქართველი მეკარის თამაში ახლოდან ეხილა. იტალიური მედია წერს იმასაც, რომ “ბებერი ქალბატონი” მეკარეებს აქტიურად ეძებს. მართალია, ვოიშცეხ შესნი დამაჯერებლად გამოიყურება, თუმცა ის 32 წლისაა

მამარდაშვილი ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოდანაა და ეს მბავს ცოტათი ართულებს. მისი დამატება იტალიელებს მხოლოდ ზაფხულში შეეძლებათ. ამავდროულად, გიორგის ინგლისური კლუბებიც აკვირდებიან.

იტალიური წყაროს ცნობით, “იუვენტუსი” მამარდაშვილის გარდა 22 წლის მარკო კარნესეკის კანდიდატურასაც განიხილავს, რომელიც “ატალანტას” საკუთრებაა, თუმცა იჯარით “კრემონეზეში” გამოდის.

თავის მხრივ, გიორგი მამარდაშვილს “ვალენსიასთან” კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს და მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევროა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

არსენალმა, რეალმა და ბარსამ ახალ პელეზე ნადირობა დაიწყეს

ზიდანმა მე-6 კლასელებს გაკვეთილი ჩაუტარა