in

გვარდიოლა მსოფლიო საუკეთესო მწვრთნელია ამ წუთას: სად არის ხვიჩას მწვრთნელი

პეპ გვარდიოლა მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს.

„სიტის“ დამრიგებელმა ბრიტანული ჟურნალის FourFourTwo-ის რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა, რომელმაც მოცემულ მომენტში საუკეთესო 50 მწვრთნელი ჩამოწერა. რეიტინგი ბოლო წლის განმავლობაში გუნდების შედეგების მიხედვით შეადგინეს.

ათეულში მოხვდნენ:

  1. პეპ გვარდიოლა – „სიტი“;
  2. კარლო ანჩელოტი – „რეალი“;
  3. იურგენ კლოპი – „ლივერპული“;
  4. ანტონიო კონტე – „ტოტენჰემი“;
  5. სტეფანო პიოლი – „მილანი“;
  6. მიკელ არტეტა – „არსენალი“;
  7. ტომას ტუხელი – „ჩელსიდან“ გაუშვეს სექტემბერში;
  8. გრემ პოტერი – „ჩელსიში“ მივიდა სექტემბერში;
  9. იულიან ნაგელსმანი – „ბაიერნი“;
  10. დიეგო სიმეონე – „ატლეტიკო“.

პსჟ-ს მწრთნელმა კრისტოფ გალტიემ მე-12 ადგილი დაიკავა, „ბარსას“ ჩავი მე-14-ეა, „იუნაიტედის“ ტენ ჰაგი – მე-15 ადგილზეა, ხვიჩას „ნაპოლის“ სპალეტი – 27-ე აღმოჩნდა.

ჟოზე მოურინიომ („რომა“) 35-ე პოზიცია დაიკავა, სიმონე ინძაგიმ („ინტერი“) – მე-40, გარეთ საუთგეითმა (ინგლისის ნაკრები) – 50-ე.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბითაძის 10 წუთი ვაშინგტონთან

ვიდეო: “THAT IS HOW YOUR CAT FELT” – ლივერპულის ფანებმა კურტ ზუმას დასცინეს