in

მეთქი ვინ გამოიჩენს ჩემს მიმართ ყურადღებას, აზრი არ აქვს თქო – დავით ნინიაშვილი

ქართულ რაგბის არაერთი ლეგიონერი ყოლია, რომლებმაც ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ჩემპიონატში (TOP 14) თავი გამოიჩინეს -ლევან ცაბაძე (ლეონსიო), დავით ზირაქაშვილი, გია ლაბაძე, მამუკა გორგოძე და სხვები, თუმცა ქართველი უკანახაზელი, რომელიც TOP 14-ში თავის დამკვიდრებას ახერხებს დავით ნინიაშვილი პირველია.

დათუნა სარაგბო კლუბ “ხვამლის” აღზრდილია და საქართველოს პირველი ლიგიდან პირდაპირ “ლიონში” აღმოჩნდა. ქართველმა ფულბეკმა, რომელიც ხშირად ფრთის პოზიციაზეც გვევლინება, მალევე დაიმკვიდრა ძირითად შემადგენლონლობაში ადგილი და გუნდის ერთ-ერთი ლიდერიც გახდა. შარშან, “ლიონმა” არსებობის ისტორიაში პირველად მოიგო ევროპულიი ტიტული. ევროპული საკლუბო რაგბის რანგით მეორე ტურნირის-EPCR CHALLENGE CUP-ის გამარჯვებული გახდა. ნახევარფინალურ შეხვედრაში ნინიაშვილმა დუბლი მიითვალა და იმ მატჩის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა. ქართველმა ფინალშიც შეძლო ლელოს დადება, მაგრამ ვიდეორეფერთან კონსულტაციის შემდეგ ეს ლელო გაუქმდა.

დავით ნინიაშვილმა წლევანდელი სეზონიც მაგრად დიწყო და მას TOP 14-ის 4 მატჩში 3 ლელო დაუგროვდა. დათუნა ფრანგულმა CANAL + მა TOP 14-ის მეოთხე ტურის საუკეთესო მორაგბედ დაასახელა.

ის საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერიცაა და იტალიასთან ისტორიულ გამარჯვებაში ლომის წვლილიც შეიტანა. “ლიონში” მის გარდა, საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი მორაგბე ბექა საღინაძეც თამაშობს. Europop როექტ გასვლითი შეხვედრის ფარგლებში ლიონში დათუნას და ბექას ესტუმრა.

“წინა თაობებებმა, რომლებიც საქართველოდან საფრანგეთში ჩამოვიდნენ აქ დიდი კვალი და ავტორიტეტი დატოვეს. სწორედ, მათი დამსახურებით ვართ ახლა ჩვენ აქ. ჩვენი მიზანიც ესაა, რომ მომავალ თაობებს მეტად გავუადვილოთ აქ მოსახვედრი გზა, როგორც წინა თაობებებმა ჩვენ გაგვიადვილეს” -ამბობებ დავით ნინიაშვილი და ბექა საღინაძე

დავით ნინიაშვილმა europop-თან მისი “ლიონში” მოხვედრის ისტორიაც გაიხსენა.

“ბიძაჩემი მეუბნებოდა, რომ ლევან ღვაბერიძისთვის (აგენტი) ვიდეოები უნდა გაეგზავნა, რომ TOP 14-ს გუნდებისთვის გადაეგზავნა. მეთქი არ მინდა, უკანახაზელი ვარ, თან ქართველ უკანახაზელს TOP 14-ში არ უთამაშია და ვინ გამოიჩენს ჩემზე ყურადღებას თქო. საბოლოოდ, ჩემს დაუკითხავად მაინც გაგზავნეს ჩემი ვიდეოები. “ტულონიდანაც” იყო ინტერესი, რომელიც ჩაიშალა და უკვე გადაწურული რომ მქონდა იმედი, მაშინ გამოჩნდა “ლიონის” ვარიანტი.” -დავით ნინიაშვილი

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ინგლისური კლუბები გაკოტრდნენ: შავმა ლომმა შესაძლოა ჩელენჯ თასზე ითამაშოს

ოქროს გარეშე და გუნდური მეორე ადგილით: ჯერი თავისუფლებზეა