in

ანჩელოტი: სიტის ვულოცავთ, მაგრამ საუკეთესოები ჩვენ ვიყავით

მოგეხსენებათ, გუშინ პარიზში გამართული საღამო მადრიდის “რეალისთვის” წარმატებული გამოდგა, “ბლანკოსის” თავდამსხმელმა ქარიმ ბენზემამ “ოქროს ბურთი” მოიგო, “თეთრების” მეკარე ტიბო კურტუამ კი ლევ იაშინის ჯილდო დაიმსახურა, თუმცა ერთმა გადაწყვეტილებამ გულშემატკივრებში ვნებათაღელვა გამოიწვია.

გასული წლის საუკეთესო გუნდად “მანჩესტერ სიტი” დასახელდა. ფაქტის შესახებ უკმაყოფილება ვერ დამალა “რეალის” თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ.

“ვერ ვხვდები, რა კრიტერიუმებით შეირჩა გამარჯვებული, რადგან გასულ წელს მადრიდის “რეალი” საუკეთესო გუნდი იყო. “მანჩესტერ სიტის” პატივს ვცემ და ვულოცავ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პრობლემები შეგვიქმნეს და პრემიერლიგაც მოიგეს, თუმცა მთავარი საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულები ჩვენ გავხდით” – განაცხადა ანჩელოტიმ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გატუზომ მამარდაშვილი შეაქო!

რამაზ სვანაძის პირველი კომენტარი წილისყრის შემდეგ