დიახ, ოქროს ბურთის დაჯილდოვება გუშინწინ იყო და 34 წლის ასაკში, კარიმ ბენზემა უდიდეს ინდივიდუალურ ტახტზე ადის.
პრესტიჟულმა გამოცემებმა კი უკვე დაიწყეს ახალი გათამაშებისათვის ეგრედწოდებული, “POWER RANKING”-ის შედგენა, რაც გულისხმობს ხვალ, რომ დაჯილდოვება იყოს ვინ გაიმაჯვებდა.
ქართველი გულშემატკივრისათვის კი შესანიშნავი ამბავი კვარაცხელიას ტოპ 15 ში ყოფნაა. “GOAL.COM”-ის რევიუ კი ასეთია:
“22/23 სეზონში ამ ბიჭის ანგარიშზე უკვე 9 გოლი და 9 ასისტია. ულაპარაკოდ, ევროპის ერთ-ერთი გამობრწყინებული ვარსკვლავი, რომელსაც კვარადონას უწოდებენ და ამით ყველაფერი ნათქვამია.
ხვიჩა სერია ა-სა და ჩემპიონთა ლიგაზე, უბრალოდ ბრწყინავს. მას არ ექნება შანსი მუნდიალზე, მაგრამ თუკი ამჟამინდელ ფორმას შეინარჩუნებს არ არსებობს მიზეზი თუ რატომ არ უნდა იყოს ის სიაში”.
ამ მომენტში კი პირველ საფეხურზე ლეო მესია, რომელსაც 12 გოლი და 8 ასისტი აქვს. ბენზემა კი მე-8 საფეხურზეა.
GIPHY App Key not set. Please check settings