მოქმედმა ჩემპიონმა, “გოლდენ სტეიტ უორიორსმა” რეგულარული სეზონი წარმატებით დაიწყო. სტივ კერის გუნდმა ძალები “ლეიკერსთან” მოსინჯა. ამერიკული პრესის შეფასებით, ოქროს შტატელები და ელეი დასავლეთ კონფერენციის მთავარი ფავორიტები არიან. გოლდენმა 123:109 მოიგო.
საუცხოო იყო სტეფ კარი, რომელმაც 33 ქულას 6 მოხსნა და 7 ასისტი წაამატა. ჩინებული იყო მეფე ლებრონიც, მაგრამ მისმა 31 ქულამ 14-მა მოხსნამ და 8 ასისტმა საერთო წარმატება ვერ მოიპოვა.
მეორე მატჩში კი “ბოსტონ სელტიკსმა” “ფილადელფია” 126:117 დაამარცხა. ჯეილენ ბრაუნმა და ჯეისონ ტეიტუმმა 35-35 ქულა ჩააგდეს, სტუმართაგან კი ჯეიმს ჰარდენი იყო შესანიშნავი, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ბაბუაწვერას ანგარიშზე 35 ქულა 8 მოხსნა და 7 ასისტი იყო.
GIPHY App Key not set. Please check settings