21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა. ჯგუფი ურთულესია, უარესი რაღა უნდა მომხდარიყო, მაგრამ ახლა მომზადებისა და ბრძოლის დრო მოდის. უკვე ცნობილია კალენდარიც.
არ გაგვიმართლა: ახალგაზრდული საქართველო ევროპის ჩემპიონატზე სიკვდილის ჯგუფშია
A ჯგუფი თამაშების განრიგი:
21 ივნისი
საქართველო – პორტუგალია
ნიდერლანდები – ბელგია
24 ივნისი
საქართველო – ბელგია
ნიდერლანდები – პორტუგალია
27 ივნისი
საქართველო – ნიდერლანდები
ბელგია – პორტუგალია
სხვათა შორის, პორტუგალიის ნაკრები წინა ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის ფინალისტია.
21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მატჩებს 2023 წლის 21 ივნისიდან 8 ივლისამდე საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებენ. საქართველოში მატჩები სამ ქალაქში: თბილისში, ქუთაისში და ბათუმში ჩატარდება. A და C ჯგუფის მატჩებთან ერთად, ორი მეოთხედფინალური შეხვედრა, ნახევარფინალი და ფინალი გაიმართება.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ჯგუფური ეტაპის მატჩებს თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ ჩაატარებს, ხოლო C ჯგუფის გუნდები (ჩეხეთი, ინგლისი, გერმანია, ისრაელი) მატჩებს ბათუმის „აჭარაბეთ არენა“ და ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გამართავენ, ფინალს კი ბათუმი უმასპინძლებს.
GIPHY App Key not set. Please check settings