დიახ, ასეთი სათაურით წარსდგა “ITALIAN FOOTBALL TV” ოფიციალურ თვითერ გვერდზე და ცოტა გაკვირვებულებიც კი არიან თუ როგორ მოახერხა ერთმა მოთამაშემ მთლიანი ქვეყნის გაერთიანება.
იტალიელთა დამოკიდებულება გასაგებია, რადგან მცირე ერის კომპლექსი მათ ლექსიკონში არ იძებნება. ხანგამოშვებით მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებსა თუ გუნდებს აგენერირებენ და ბრაზილიის შემდეგ ყველაზე მეტი მუნდიალიც აქვთ მოგებული.
ჰოდა, იტალიელები გაოცდნენ, რომ კვარას მატჩებს ხალხი კინო-თეატრში უყურებს. აბა, მათ რა იციან, რამდენს ხანს ველოდით…
GIPHY App Key not set. Please check settings