in

ინდიანამ ბითაძეს არ გაუხანგრძლივა

“NBA”-ს ახალი სეზონი ხვალ დილით იწყება და თან როგორი მატჩით – მოქმედი ჩემპიონი “გოლდენ სტეიტი” “ლეიკერსის” წინააღმდეგ, თუმცა ეს სხვა საკითხია.

ახალი სეზონი წყალგამყოფია 2019 წლის დრაფტზე არჩეული მოთამაშეებისთვის, რადგან ისინი ან გაუმჯობესებულ კონტრაქტებს მიიღებენ ანდაც ზაფხულში გუნდებს შეზღუდული თავისუფალი აგენტის სტატუსით ტოვებენ.

გადაწყვეტილების მისაღებად გუნდებს დრო 17 ოქტომბრამდე ჰქონდათ და “ინდიანა პეისერსმა” გოგას კონტრაქტი არ გაუხანგრძლივა, რაც იმას ნიშნავს, რომ გოგა ზაფხულში გუნდიდან წავა.

არადა, ბითაძეს გასულ სეზონში საუკეთესო მაჩვენებლები ჰქონდა – საშუალოდ 7 ქულა და 4 მოხსნა. განსაკუთრებით, ოლ სტარის ღონისძიების შემდეგ, როცა მისი ქულების მაჩვენებელი 11.8-ს შეადგენდა.

ფინანსურ ნაწილში, გოგა გარანტირებულად მიიღებს 5.5 მილიონ ამერიკულ დოლარს, მაგრამ რა იქნება ზაფხულში, ეს ვნახოთ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ახალი კონტრაქტი კვარას და გაუმჯობესებული ანაზღაურება

არ გაგვიმართლა: ახალგაზრდული საქართველო ევროპის ჩემპიონატზე სიკვდილის ჯგუფშია