“ფეინოორდის” 21 წლის თურქმა ნახევარმცველმა და ამავდროულად გუნდის კაპიტანმა ორქუნ კოკჩუმ LGBT სამკლაურის გაკეთებაზე უარი განაცხადა.
ეს ყველაფერი ნიდერლანდების ერედივიზიონის მე-10 ტურის მატში მოხდა, სადაც კოკჩუს გუნდმა გასვლაზე “ალკმაარს” 3:1 სძლია.
თავად ფეხბურთელმა, რომელმაც შეხვედრაში თავი გოლითა და შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა, მატჩის შემდეგ თავისი ქმედება ასე ახსნა:
“ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, პირველ რიგში ხაზგასმით აღვნიშნო, რომ პატივს ვცემ ყველას, განურჩევლად რელიგიისა, წარმომავლობისა თუ პრეფერენციისა.
მჯერა, რომ ყველა თავისუფალია აკეთოს ის, რაც სურს ან გრძნობს. სრულიად მესმის ამ კამპანიის არის, მაგრამ ჩემი რელიგიურიმრწამსის გამო არ ვიქნები მართალი ადამიანი, რომ მას მხარი დავუჭირო.
ამიტო, არ ვიგრძნობ თავს კომფორტულად, თუ LGBT სამკლაურს გავიკეთებ… შესაძლოა, ზოგიერთი ადამიანში ჩემმა ქმედებამ იმედგაცრუება გამოიწვიოს. ეს არის აბსოლიტურად ჩემი გადაწყვეტილება და იმედი მაქვს, რომ ჩემს გრძნობებსა და რელიგიურ არჩევანსაც პატივს სცემთ”, – ამბობს კოკჩუ.
ინფორმაციისთვის, “ფეინოორდის” მხრიდან კოკჩუს ნაცვლად სამკლაური 30 წლის ავსტრიელ მცველ გერნოტ ტრაუნერს ეკეთა.
GIPHY App Key not set. Please check settings