in

გუშინ ბუენოს აირესში ცა ორად გაიყო: ბოკა Vs რივერ პლეიტი

არსებობს “ბარსელონა” – “რეალი” ; მერსისაიდული დერბი, სტამბულური დერბი, “ლივერპული” – “მანჩესტერი”, “მილუოლი” – “ვესტ ჰემი”, ოლდ ფირმ დერბი და როტდერდამული დერბი. ახლა ჩვენ ისეთი სია ჩამოვთვალეთ პირჯვრის გადაწერაზე დროული არაფერია, მაგრამ არსებობს კიდევ ერთი დერბი, რომელიც არგენტინის და კონკრეტულად მისი დედაქალაქის, ბუენოს აირესის ყოფას განსაზღვრავს. თეთრ-წითელი ხარ თუ ლურჯ-ყვითელი, ამით ყველაფერს ნათელი ეფინება და ისიც ირკვევა ვისთვის საძულველი და ვისთვის მისაღები ხარ.

გუშინ, არგენტინის ჩემპიონატის მე-18 ტურის დასკვნითი აკორდი “ბოკა ხუნიორსისა” და “რივერ პლეიტის” მატჩით შესრულდა. ნუ, მატჩს ეთიკის ნორმების დაცვით ვამბობთ, თორემ ის გაცილებით მეტი იყო, ვიდრე 90 წუთიანი პაექრობა.

ვერც ერთი და ვერც მეორე გუნდი ახალ სეზონში რიხიანად ვერ გამოიყურება, მაგრამ ეს მატჩი, სულაც ეზოში რომ გაიმართოს ამით არაფერი იცვლება, ის მაინც ყველაზე სისხლიანი და საძულველი იქნება.

არაფერი განსაკუთრებული, 12 ყვითელი და 1 წითელი ბარათი, “ლა ბომბონერაზე” შეკრებილი 57 000 გადარეული ქომაგი და ერთადერთი გატანილი გოლი, რომელმაც გუშინ ბუენოს აირესის ცა ლურჯ-ყვითელ ტონებში შეღება. დარიო ბენედეტოს გასროლა და ტრადიციული, ენაგამოყოფილი აღნიშვნა.

გუშინ მე-12 მოთამაშემ გაიხარა, ასე ეძახიან “ბოკას” ყველაზე ცნობილ და ლეგენდარულ ქომაგს. “ბოკას” უბანმა კი წამით უმძიმესი ყოფა, სიღატაკე და ყველაფერი დაივიწყა, რადგან ბოკელმა ბიჭებმა “რივერს” მახრჩობელა ილეთი გაუკეთეს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ევრობასკეტზე გაგიჟდნენ: 3 მატჩი 94:86 დასრულდა, მეოთხე 94:88

ფეხბურთში რეალი, ისე ამერიკული ფეხბურთი: Forbes-მა ძვირიანი გუნდები დაასახელა