in

ევრობასკეტზე გაგიჟდნენ: 3 მატჩი 94:86 დასრულდა, მეოთხე 94:88

გუშინ ევრობასკეტის დასკვნითი 1/8 ფინალური მატჩები გაიმართა და შეთქმულების თეორიის მოყვარულთათვის იდეალურთან მიახლოებული დღე გამოდგა.

დღის ადრეულ მატჩში პოლონეთმა უკრაინა 94:86 დაამარცხა, ეგ არაფერი, უკრაინელები ისეთ სარბიელზე იმარჯვებენ, ყველა სპორტის თასი რომ გააერთიანო მაინც ვერ გადასწონის.

შემდეგ იყო ფინეთის სენსაციური გამარჯვება ხორვატიასთან, კვლავ 94:86. ლაური მარკანენი გაგიჟდა და 43! ქულა ჩააგდო. ფაქტორიალი არ გეგონოთ, უბრალოდ 43 ქულა ევრობასკეტზე…

შემდეგ კი სუპერ მატჩი სერბეთსა და იტალიას შორის. აბა გამოიცანით ანგარიში, რასაკვირველია, 86:94. იოკიჩი გაგიჟდა და NBA-ს მოქმედმა მვპ-მ 32 ქულას 13 მოხსნა დაუმატა, მაგრამ გუნდურად მოთამაშე იტალიელებმა ყველაფერი გადაწონეს. მელი 21, ფონტეკიო 19, სპისუ 22, პოლონარა 16.

დღის დასკვნით მატჩში კი საბერძნეთმა ჩეხეთი 94:88 დაამარცხა. იან ვესელის რა ვუთხარით, თორემ მორიგი 94:86 იქნებოდა და რაღაც ისტორიულს ვიხილავდით. ჩეხებს ქება, ქება და მხოლოდ ქება, რადგან 3 პერიოდის განმავლობაში ლიდერობდნენ და იანისიც კარგად ჰყავდათ ამოკეტილი, მაგრამ NBA-ს ორგზის წლის საუკეთესო მოთამაშემ აიწყვიტა და თავის საშუალოს მიუახლოვდა, 27 ქულა და 9 მოხსნა. ჩეხმა ტომაშ სატორანსკიმ კი ევრობასკეტის რეკორდი დამააყარა და გუნდელებს 17 შედეგიანი გადაცემა დაურიგა…

რაც შეეხება 1/4 ფინალს:

საფრანგეთი – იტალია

გერმანია – საბერძნეთი

ესპანეთი – ფინეთი

სლოვენია – პოლონეთი

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ისტორია დაწერილია! კარლოს ალკარასი 19 წლის ასაკში რეიტინგის მწვერვალზე

გუშინ ბუენოს აირესში ცა ორად გაიყო: ბოკა Vs რივერ პლეიტი