in

ეს დღე შენი იყო, მარიტა! – კვარაცხელიას ემოციური მიმართვა

სერია A-ს მე-10 ტურში “ნაპოლიმ” “ბოლონია” 3:2 დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელიამ თავი 1 ასისტითა და ულამაზესი მომენტებით გამოიჩინა.

შეხვედრის მიმდინარეობისას კარგად ჩანდა, რომ ქართველ ფეხბურთელს ხელზე პატარა თეთრი სახვევი ეკეთა, მოგვიანებით კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზედ ვაკის პარკში ტრაგიკულად გარდაცვლილი მარიტას სახელი და უსასრულობის ნიშანი ეხატა…

მატჩის დასრულების შემდეგ ხვიჩამ პოსტი გამოაქვეყნა:

“ეს დღე შენთვის იყო, პატარა ანგელოზო”.

შეგახსენებთ, “ნაპოლი” 26 ქულით 1-ელ ადგილს იკავებს, შემდეგ შეხვედრას კი 23 ოქტომბერს, “რომას” წინააღმდეგ ჩაატარებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სერია ა-ს პოსტი კვარაცხელიას შესახებ

მბაპე: საიდან მოიტანეთ, რომ გუნდს იანვარში დავტოვებ?