„მანჩესტერის“ თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო აპირებს დაესწროს „ოქროს ბურთის“ გადაცემის ცერემონიას.
37 წლის ფეხბურთელი ბოლოს ცერემონიაზე 2017 წელს იყო, როდესაც თავისი მეხუთე „ოქროს ბურთი“ მოიგო.
დაჯილდოების ცერემონია 17 ოქტომბერს გაიმართება პარიზში.
მიმდინარე სეზონში რონალდომ „მანჩესტერში“ 11 მატჩი ითამაშა, 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.
„ოქროს ბურთს“ კი წელს ალბათ „რეალის“ ფრანგი მეგოლე ქარიმ ბენზემა აიღებს.
GIPHY App Key not set. Please check settings