ბელგიურმა BetFIRST-მა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ბელგიის ჩემპიონატის 2021 წლის აღმოჩენები დაასახელა. წლის გამორჩეულ ფეხბურთელთა შორის საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “სერენის” ფორვარდი გიორგი მიქაუტაძეც მოხვდა.
21 წლის მიქაუტაძეს მართლაც გამორჩეული წელი ჰქონდა. წელს მან საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა. ეროვნული ნაკრების მაისურით მან 1 გოლი გაიტანა რუმინეთთან.
კლუბში კი, მიქაუტაძეს ნამდვილად შესაშური სტატისტიკა აქვს: 14 მატჩში 11 გოლი და 2 საგოლე გადაცემა. ის “სერენის” ლიდერად ჩამოყალიბდა.
GIPHY App Key not set. Please check settings