გერმანულმა საიტმა Transfermarkt-მა ინგლისის პრემიერლიგის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა.
პირველ ადგილს სამი ფეხბურთელი იყოფს: მოჰამედ სალაჰი „ლივერპულიდან“, ჰარი კეინი „ტოტენჰემიდან“ და რომელუ ლუკაკუ „ჩელსიდან“ – ყველას 100 მილიონად აფასებენ.
მეორე ადგილზე აღმოჩნდნენ ბრუნო ფერნანდეში „მანჩესტერიდან“ და კევინ დე ბრუინი „სიტიდან“ – ეს ორი 90 მილიონი ღირს.
მესამე პოზიცია ერთბაშად ოთხ ფეხბურთელს უკავია, რომლებთაც ფასად 85 მლნ ადევთ. ესენია: რაჰიმ სტერლინგი და ფილ ფოდენი („სიტი“), ასევე მარკუს რაშფორდი და ჯეიდონ სანჩო („მანჩესტერი“).
კრიშტიანო რონალდო 35 მილიონად შეაფასეს. ასეთივე ფასი ადევთ მაგალითად პედრუ ნეტუს („ვულვზი“) და ჰაკიმ ზიეშს („ჩელსი“), ან თუნდაც თანაგუნდელ სტივ მაკტომინის.
რონალდომ ამ ფასად 64-76-ე ადგილები გაიყო. მასზე მეტი ბევრი მისი თანაგუნდელი ღირს: რაფაელ ვარანი (65 მლნ), პოლ პოგბა (55 მლნ), მეისონ გრინვუდი (50 მლნ), ჰარი მაგუაირი (48 მლნ), ლუკ შოუ (42 მლნ) და უან-ბისაკი (38 მლნ).
GIPHY App Key not set. Please check settings