ოკეანის გადაღმა, NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა. გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” “ჰიუსტონ როკეტს” დაუპირისპირდა და 118:106 დაამარცხა.
ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 11 წუთი დაჰყო და ამ დროის განმავლობაში 6 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა. მატჩის MVP “ინდიანას” კალათბურთელი მაილს ტერნერი გახდა, რომელმაც 34 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა.
“პეისერსი” 14 მოგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა.
ინდიანაპოლისელები მომდევნო მატჩს 27 დეკემბერს “ჩიკაგო ბულსის” წინააღმდეგ ჩაატარებენ.
GIPHY App Key not set. Please check settings