ევროპული საკლუბო რაგბის რანგით მეორე ტურნირის, ჩელენჯ თასის პირველი ტურის სიმბოლურ შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების სამი მორაგბე მოხვდა.
ტურის სიმბოლური შემადგენლობა XV The Rugby Centre-მ დაასახელა და მასში ბექა საღინაძე, დავით ნინიაშვილი (ორივე – ლიონი) და გიორგი კვესელაძე (გლოსტერი) შეიყვანა.
ჩელენჯ თასის პირველ ტურში სწორედ ეს გუნდები “ლიონი” და “გლოსთერი” დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და მატჩი ფრანგული კლუბის გამარჯვებით 19:13 დამარცხდა.
აღნიშნული მატჩის საუკეთესო მორაგბედ “ბორჯღალოსნების” ფულბეკი დავით ნინიაშვილი დასახელდა.
GIPHY App Key not set. Please check settings