თბილისის “დინამო” მომავალი სეზონისთვის სერიოზულად ძლიერდება.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, საქართველოს ყველაზე ტიტულიანი კლუბი გუნდის ყოფილი კაპიტნის ნიკა ნინუას დამატებას გეგმავს.
22 წლის ნინუასთვის “დინამო” უცხო კლუბი არაა. მან ამ გუნდის მაისურით ორი სეზონი ჩაატარა და საერთო ჯამში 95 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა და 15 საგოლე პასი შეასრულა.
ეროვნულ ლიგაში ნინუა ჯარიმებს საუცხოოდ ასრულებდა და საქართველოში მას “ქართველი ჟუნინიოც” შეარქვეს. “დინამოდან” ნინუა თესალონიკის პაოკ-ში გადავიდა, ახლა კი, თემურ ქეცბაიას ფამაგუსტას “ანორთოსისში” ირჯება, მაგრამ გუნდის განაცხადში იშვიათად ხვდება.
GIPHY App Key not set. Please check settings