in

ბასილაშვილი ATP CUP-სთვის ჯოკოვიჩთან ერთად ემზადება

2022 წლის იანვარში პირველი საჩოგბურთო ტურნირი ATP CUP იქნება, რომელზეც საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას.

ეს ტურნირი 2020 წელს შექმნილი საჩოგბურთო ტურნირია, რომელზეც ნაკრებები მათი საუკეთესო ჩოგბურთელთა რეიტინგებით ირჩევიან. საქართველოს ნაკრები აღნიშნულ ტურნირზე მეორედ იასპარეზებს და ეს ნიკოლოზ ბასილაშვილის დამსახურებაა, რომელიც კლასიფიკაციაში 22-ე ადგილს იკავებს.

ჩვენი ექსკლუზიური ინფორმაციით, საქართველოს პირველი ჩოგანი მოახლოებული ტურნირისთვის სერბეთში მსოფლიოს პირველ ჩოგანთან, ნოვაკ ჯოკოვიჩთან ერთად ემზადება.

შეგახსენებთ, ATP CUP-ზე საქართველოს ნაკრები D ჯგუფში იასპარეზებს, რომელშიც ჩვენი მეტოქეები: არგენტინა, პოლონეთი და საბერძნეთი იქნებიან.

ჩვენი გუნდი, რომელსაც დავით კვერნაძე კაპიტნობს, ტურნირზე შემდეგი შემადგენლობით ითამაშებს: ნიკოლოზ ბასილაშვილი, ალექსანდრე ბაკში, საბა ფურცელაძე და ზურაბ ტყემალაძე.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ერთა ლიგის წილისყრა მოახლოვდა: საქართველოს პოტენციური მეტოქეები

მამუკელაშვილის 2 ქულა და 1 მოხსნა 6 წუთში: ტეიტუმის ბრწყინვალე თამაში ბოსტონს არ ეყო