ლეგენდარული ქართველი მორაგბის კიდევ ერთი აღიარება. მამუკა გორგოძე ავტორიტეტულმა სარაგბო გამოცემამ Rugbypass-მა დიდების დარბაზში შეიყვანა. გამოცემამ რვა ნომრის პოზიციაზე 12 მორაგბე გამოარჩია, რომელთა შორისაც გულშემატკივრებმა ქართველი “გორგოძილა” გამოარჩიეს.
გამოცემის ყველა დროის საუკეთესო 15 მორაგბეს შორის 7 ახალ ზელანდიელი ერთადერთი ევროპელი კი, “ბორჯღალოსნების” ყოფილი კაპიტანია. მამუკა გორგოძე ისეთი ლეგენდარული მორაგბეების გვერდითაა, როგორებიც: ებენ ეთზებეტი, რიჩი მააქოუ, დენ კარტერი და სხვები არიან.
მამუკა გორგოძემ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 75 შეხვედრა ჩაატარა და 27 ლელო დაამიწა.
GIPHY App Key not set. Please check settings