საქართველოს ნაკრებისa და “ვალენსიას” 20 წლის მეკარე გიორგი მამარდაშვილს, რომელიც თბილისის “დინამოს” საკუთრებაა და ესპანურ კლუბში იჯარის წესით თამაშობს, “ვალენსია” წლის ბოლომდე გამოისყიდის. ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს.
“გიორგი მამარდაშვილის რეალური ფასი გაცილებით მეტია, ვიდრე ის თანხა, რომელიც “ვალენსიას” ქართველის გამოსყიდვა დაუჯდება. მამარდაშვვილი თბილისის “დინამოს” საკუთრებაა და წლის ბოლომდე სპანურ კლუბს მისი გამოსყიდვა მხოლოდ 800 000 ევროდ შეუძლია. აქედან გამომდინარე, კლუბში გადაწყვიტეს, რომ ქართველს 2021 წლის ბოლომდე გამოისყიდან, რადგან შემდეგ მამარდაშვილის შენარჩუნება “ღამურებს” გაცილებით ძვირი დაუჯდებათ.
წყაროს ცნობით, “ვალენსიას” ჯერ ოფიციალურად არ უცნობებია ქართველისთვის, მაგრამ კლუბმა გადაწყვეტილება მიიღო და ქართველი მეკარე მალე “ვალენსიას” ოფიციალური საკუთრება იქნება”, – წერს გამოცემა.
ჩვენი ინფორმაციით კი, ეს საკითხი მომდევნო კვირაში, სამშაბათს უნდა გადაწყდეს, როდესაც კლუბის ხელმძღვანელობა და ფეხბურთელის აგენტი შეხვდებიან.
გიორგი მამარდაშვილი “ვალენსიას” ზაფხულში შეუერთდა და ლა ლიგის საწყის 6 მატჩში ითამაშა. 21 წლის ქართველი მეკარემ 6 მატჩიდან ორში კარი მშრალად შეინახა და პირველი ტურის საუკეთესო მეკარეც გახდა.
GIPHY App Key not set. Please check settings